უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ოდესის პორტიდან გავიდა. ბორტზე 26 000 ტონა სიმინდია. ეს პირველი გემია 24 თებერვლის შემდეგ, რომელიც ოდესიდან მარცვლეულით გავიდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი წერს.

მისი თქმით, საუბარია გემ RAZONI-ზე, რომელიც სიერა ლეონეს დროშით ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიემართება. ის იმოძრავებს დერეფნის გასწვრივ, რომლის უსაფრთხოებას გაერო და თურქეთი უზრუნველყოფენ. 

გაერო-ს ეგიდით დაქვემდებარებულ მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ RAZONI სტამბოლში ინსპექტირებას ლიბანურ ტრიპოლში გამგზავრებამდე გაივლის. სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი თურქეთის წყლებში შესამოწმებლად 2 აგვისტოს ჩავა. 

მარცვლეულის ექსპორტი უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის „მარცვლეულის შეთანხმების“ შესაბამისად განხორციელდება. საზღვაო დერეფნის მუშაობაზე კონტროლი და ოპერაციის უსაფრთხოება სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრს დაევალა.

უახლესი ამბები