ლანდსბერგისი - თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, ეს ყველას ძვირად დაუჯდება

თუ დასავლეთი უკრაინას არ გაუწევს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას რუსეთისგან თავის დასაცავად სჭირდება, ეს უფრო ძვირი დაუჯდება ყველას, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ "მათ აქვთ პოტენციალი ამ ომის მოგების“.

"ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს ყველას ძვირი დაუჯდება. ძვირი დაუჯდება სომხეთს, მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს, შესაძლოა ჩვენც, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონელებს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა ის, რომ ევროკავშირის ერთიანობა უკრაინაში შენარჩუნდება, ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ „ერთობა შენარჩუნებულია მაშინ, როდესაც არის ლიდერობა“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები