გია ხუხაშვილი - ამ ორ ადამიანს ტანდემში, ჩემი აზრით, შეუძლია პარტიის დასტაბილურება-შენარჩუნება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას და სოფო ჯაფარიძის ტანდემს "ნაციონალურ მოძრაობაში" ვითარების დასტაბილურება შეუძლია.

ხუხაშვილის თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახლა ორად არის გახლეჩილი და დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება.

"მე არ ვიცი, გვარამიას რა მიზნები აქვს... გვარამიას და სოფო ჯაფარიძის ტანდემი... ამ ორ ადამიანს ტანდემში, ჩემი აზრით, შეუძლია პარტიის დასტაბილურება-შენარჩუნება ანუ ემოციის და რაციონის მორიგება თუნდაც გარკვეული პერიოდით იმისთვის, რომ არჩევნებამდე მაინც როგორღაც მიაღწევინონ, იმიტომ, რომ ხაბეიშვილის ხელში ეს შეუძლებელია, ანუ დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება.

პარტია, ფაქტობრივად, უკვე გაყოფილია. პარტია, როგორც ერთიანი ორგანიზმი დიდი ხანია, უკვე აღარ არსებობს. რაც არ უნდა ილუზია შექმნან, ეს არის მოცემულობა. თუ ეს ორი ადამიანი ამას დათანხმდა და სააკაშვილიც უნდა ამას მიხვდეს, მას სხვა გზა არ აქვს... ერთი პირად წარმომადგენლად დანიშნა და მეორე არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული წონა", - განაცხადა ხუხაშვილმა "ტვ პირველთან". 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები