ლევან სამუშია - ვიწყებთ ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ

"ლელოს" წევრი ლევან სამუშია აცხადებს, რომ პარტია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს, რადგან მისი თქმით, ღარიბაშვილმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

"გუშინ ვიხილეთ უკვე დადასტურებული ფაქტი იმ აღვირახსნილი ქმედებისა, რასაც ჰქვია საქართველოს მთავრობის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, საქართველოს პრემიერმინისტრის პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების საკუთარი ნებით, საკუთარი სურვილისამებრ, საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება - ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. აქ საქმე გვაქვს ჩვენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან.

როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა პირდაპირ მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, პირველწყარო, რომელმაც ფრენა განახორციელა და ა.შ. უნდა დაწყებულიყო გამოძიება და პროკურატურაში უკვე დაწყებულიც უნდა იყოს გამოძიება, გავრცელებული უნდა იყოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა არათუ გამოძიებას არ იწყებს, არავითარ წინა საგამოძიებო ქმედებებს არ ახორციელებს და კანონს არღვევს.

"ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით - აღნიშნულს ითვალისწინებს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც წერია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ", - აცხადებს სამუშია.

"TV პირველთან" Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

უახლესი ამბები