თეა წულუკიანი - მინდა, პარლამენტის გარეთ მდგარ სულ ერთი მუჭა ხელოვანებს, რომელთაც დღეს სახელოვნებო რევოლუციის მოხდენა უნდოდათ, მივუსამძიმრო კრახი

მინდა, პარლამენტის გარეთ მდგარ სულ ერთი მუჭა ხელოვანებს, რომელთაც დღეს სახელოვნებო რევოლუციის მოხდენა უნდოდათ, მივუსამძიმრო კრახი და ვუთხრა – თქვენ პარლამენტში წარმომადგენლები არ გყავთ! თქვენ ბრძოლის მცდარი იარაღი გაქვთ შერჩეული და ფუჭ ბრძოლაში ხართ ჩართული! მე თქვენი მოკავშირე ვარ, მაგრამ გაჯერებენ, რომ ვარ არა მოკავშირე, არამედ მოწინააღმდეგე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

"მინდა, იმ 60-ოდე ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ხელოვანებს მივმართო – მე მათ არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ამბობენ, ხელოვანები არიან, პარლამენტის გარეთ დგანან და ჩემი მინისტრობის პირობებში განხორციელებულ ნაბიჯებს აპროტესტებენ – ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოთ! კიდევ ერთხელ გთავაზობთ, გადმოდით პარტნიორობის რეჟიმში, ვინაიდან ჩვენ ვართ მათ შორის თქვენთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და თქვენი შემოქმედებითი პროცესის განხორციელება შევძლოთ.

თქვენ, ვინც პარლამენტის შენობის წინ დგახართ და იმ რეფორმებს აპროტესტებთ, რასაც მე კულტურის სფეროში ვატარებ, დღეს დაინახეთ, რომ სულ ტყუილად იმუშავეთ. ძალიან ბევრი იმუშავეთ იმისთვის, რომ მათ შორის მწვავე კითხვები შეგედგინათ და ეს კითხვები ჩემთვის დაგესვათ, მაგრამ კითხვები ცარიელ სკამებს გამოატანეთ! თქვენ ამ ხალხმა გიღალატა! მათ შემოსვლა შეეძლოთ, ნაცვლად ამისა, ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა ტანზე უზრდელობით სავსე პლაკატი შემოიხვია, შეეძლო დაბრძანებულიყო, როგორც ლამაზმა თინიკომ თქვა, პარლამენტი არის სასაუბრო და გვესაუბრა, მათ შორის მწვავე დისკუსია გვქონოდა… დესტრუქციული ოპოზიცია მისი ამომრჩევლის ინტერესს ვერ წარმოადგენს. მათ ისიც კი არ შეუძლიათ, რომ მოვიდნენ, დასხდნენ და დებატი გამართონ“,- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები