პაატა კვიჟინაძე - კანდიდატურა წარმოდგენილია და კანონში არ არის არანაირი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია მისი გაწვევა

კანდიდატურა წარმოდგენილია და კანონში არ არის არანაირი მექანიზმი, რომლითაც მისი გაწვევა შეიძლებოდეს. სამწუხაროა, რომ დღეს არ ბრძანდებიან კანდიდატები, -  ამის შესახებ  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს, სანამ ნათია თურნავას 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანება არ გაუქმდება.

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, კომიტეტის სხდომის ჩასატარებლად კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულდა, შესაბამისად, სხდომა უნდა ჩატარდეს. 

მისივე თქმით, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ სხდომაზე დაუსწრებლობის გამო, კომიტეტი მათზე უარყოფით დასკვნას დაწერს.

"ჩვენ კომიტეტი უნდა ჩავატაროთ. თუ არ მოვიდნენ არ დაგვაფასეს, წინადადება მექნება, უარყოფითი დასკვნა დავწეროთ. ჩვენ თავის დროზე კანონით გათვალისწინებული დროით სამი დღის ადრე დავდეთ საიტზე, შევატყობინეთ ადმინისტრაციას მივიღეთ თანხმობა, რომ ჩატარებულიყო დღეს ეს სხდომა. ანუ ყველა კანონი დაცულია.

ჩვენ გვაქვს ორი კვირა დასამტკიცებლად კანონმდებლობით, ერთი  კვირა უკვე გასულია, ამიტომ ჩვენ ამ კომიტეტს ვერ გადავდებთ. როგორც მოიქცნენ კანდიდატები ისეთი პასუხი გავცეთ. რაც შეეხება შემდეგში განხილვას ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მას შეუძლია ხვალვე წარმოადგინოს ახალი კანდიდატები და განხილვაში შევიდეს. ამას ჩვენ ვერ ავყვებით, არ მინდა შეთქმულების თეორიებში ვისაუბრო. ჩავატაროთ კომიტეტი, მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩემი წინადადებაა უარყოფითი",  - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები