იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელა.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელებას არ ზღუდავს.

"ეს არ არის თვითონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი კანონპროექტი. აქ ორიენტირი  კეთდება იმ დამხმარე საშუალებებზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს შესაძლოა გამოიყენონ  შეკრებისა და მანიფესტაციის წარმომადგენლებმა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ბერაიას, გივი მიქანაძის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, თენგიზ შარმანაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის საკანონმდებლო ინიციატივაა.  მისი  განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

უახლესი ამბები