ბაჩო დოლიძე - სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრები ვერ ხედავენ და ძალიან დავიწყებული აქვთ ის არაერთი ბრძოლა, სადაც თუნდაც ერთად ვიყავით

როგორც ჩანს, არსებული მენეჯმენტი მოკლე გზებს ეძებს, რომ ჩვენ პარტიიდან გაგვრიცხონ, ჩვენ კიდევ გზებს ვეძებთ, რომ ხელისუფლება შევცვალოთ, ეს გზაც ნაპოვნი გვაქვს, მოძრაობაც დაწყებული გვაქვს, ყველას აქვს თავისი საკეთებელი საქმე, ვის რა ადარდებს და ვის რა აწუხებს, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი და ნიკა მელიას გარიცხვა იგეგმება.

"ვიღაცას აწუხებს ის, რომ ჩვენ პარტიაში ვართ, ვიღაცას აწუხებს, ის, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არის საფრთხის ქვეშ. ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი ამოცანები და სამწუხაროა, დანარჩენი აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია, ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ასე რომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ის შეხვედრები, რომელსაც ვმართავთ, ეს არის ის შეხვედრები, ვისთან ერთადაც ვიბრძვით, გვაქვს ღია დისკუსია, როგორ შევცვალოთ ეს ხელისუფლება.

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრები ვერ ხედავენ და ძალიან დავიწყებული აქვთ ის არაერთი ბრძოლა, სადაც თუნდაც ერთად ვიყავით“, – განაცხადა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები