ბაჩო დოლიძე - ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, უნდა აღასრულოს ხალხის ნება, ეს არის ევროინტეგრაცია

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, შესაბამისად, უნდა აღასრულოს ხალხის ნება, ეს არის ევროინტეგრაცია, - ამის შესახებ Front News-თან "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გარდაუვალი იყო, რადგან ბრიუსელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

"გარდაუვალი იყო მისი ჩასვლა ბრიუსელში. ბრიუსელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. რამდენად კომფორტულად გრძნობდა თავს იქ, სადაც მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო წლის განმავლობაში გამოირჩეოდა თავდასხმებით და გინებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ დახვდნენ, ეს უკვე მეორე საკითხია.

ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, როგორც ოფიციალური ვაშინგტონი, ისე ოფიციალური ბრიუსელი არის ჩვენი ქვეყნის პარტნიორი. 

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, შესაბამისად, უნდა აღასრულოს ხალხის ნება. ნება ამ შემთხვევაში ძალიან მკაფიო და გამოკვეთილია. ეს არის ევროინტეგრირება", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები