ბაჩო დოლიძე - აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემატიკა ჩახსნილი როცა გაქვს, მაშინ რუსეთთან რა ურთიერთობაზეა საუბარი?

ანექსირებულ ტერიტორიებზე დიალოგი თუ არ გაქვს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემატიკა ჩახსნილი როცა გაქვს, მაშინ რუსეთთან რა საერთაშორისო ურთიერთობაზეა საუბარი, იმაზე, რომ შენი წყალი იაფად შევიდეს რუსეთში?  - ამის შესახებ Front News-თან "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან კარგია, მაგრამ ვითარებას და ფონს გააჩნია.

"ავიამიმოსვლა აღდგა, ძალიან კომფორტული პირობები შეუქმნა ხელისუფლებამ როგორც რუსეთის მოქალაქეებს ასევე, ძალიან ბევრ ბიზნესს, რომელიც სანქციებს თავს არიდებს. ეს სიახლეც ამ ყველაფრის გაგრძელებაა.  კარგი ურთიერთობა ყველასთან უნდა გვქონდეს, მაგრამ ფონს გააჩნია. მაშინ, როდესაც დიპლომატიურ ბლოკადაშია ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანების ხოცვითაა დაკავებული, ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია საინტერესოა, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე თვე არ არის გასული, რაც საოკუპაციო ხაზთან მოგვიკლეს მოქალაქე, რაზეც მათ წარბიც არ აუწევიათ. 

ამიტომ, კონტექსტია მნიშვნელოვანი და ხელისუფლების პოზიცია. როგორ ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მათში ხედავენ პირველ მოკავშირეს? პოლიტიკურად, რომ სირცხვილია, გასაგებია, მაგრამ თავს გვჭრიან საერთაშორისო არენაზე. 

ანექსირებულ ტერიტორიებზე დიალოგი თუ არ გაქვს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემატიკა ჩახსნილი როცა გაქვს, მაშინ რუსეთთან რა საერთაშორისო ურთიერთობაზეა საუბარი, იმაზე, რომ შენი წყალი იაფად შევიდეს რუსეთში?", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი შეუწყოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები