კობა ნაყოფია - საუბარი მიდის დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე, ვისთან მიმდინარეობს კიდევ მოლაპარაკებები, ვერ დავაკონკრეტებ

კონსულტაციები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და არა მხოლოდ ნიკა მელიასთან. რაღაც ექსკლუზიური კი არ არის ეს მოლაპარაკება, ყველა მხარესთან მიდის საუბარი, რომ მოხდეს გაერთიანება და ეს არც დაგვიმალავს. საუბარია დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე. კიდევ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვერ დავაკონკრეტებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიამ კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი მედიის ეთერში ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „მოლაპარაკებებში ჩართული არიან გიგი უგულავა და კობა ნაყოფია, ისინი არიან მთავარი მედიატორები, რომ მოხდეს მელიასთან თანამშრომლობის აწყობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია“.

"ყველა მხარეს შორის არსებობს გარკვეული ტიპის შეთანხმება და ბევრი მონაწილეა ამ პროცესის. ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ ამაზე მოლაპარაკების დასრულებამდე, შემდეგ ვიტყვით ყველაფერს. როგორც ასეთი, შეთავაზება ჯერ არცერთ მხარეს არ უდევს, მიმდინარეობს მხოლოდ კონსულტაციები. საუბარი მიდის დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე. ვისთან მიმდინარეობს კიდევ მოლაპარაკებები, ვერ დავაკონკრეტებ, უფლება არ მაქვს“, – განუცხადა კობა ნაყოფიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები