ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ბელგიის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბელგიის იუსტიციის მინისტრმა ვინსენტ ვან კვიკენბორნმა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარასკევს დილით მან შეიტყო, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში ტუნისმა ბელგიას ტერაქტის ჩამდენი პირის ექსტრადაციის შესახებ თხოვნა გაუგზავნა, თუმცა მოსამართლეს მოთხოვნაზე ერთი გადაწყვეტილებაც არ მიუღია.

"ეს არის მიუღებელი შეცდომა. ეს არის შეცდომა, რომელსაც დრამატული შედეგები მოჰყვა... მართალია ეს ინდივიდუალური, დამოუკიდებელი მოსამართლის საქმეა, მაგრამ მე მინდა ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ მიუღებელ შეცდომაზე“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს სახელით ბოდიშს უხდის თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს, ასევე "შვედ და ბელგიელ ხალხს“.

16 ოქტომბერს საღამოს ბრიუსელის ცენტრში სროლა მოხდა. მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონთან მამაკაცმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც შვედეთის ორი მოქალაქე დაიღუპა,  ერთი კი დაჭრა. 

მსგავსი სიახლეები