უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსებმა შეამცირეს თავდასხმები ავდეევკას მახლობლად, მაგრამ ახალი შეტევებისთვის ემზადებიან

რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკას რაიონში თავდასხმები რამდენადმე შეასუსტეს, თუმცა ახალი თავდასხმებისა და დაბომბვისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დამპყრობლებმა ავიაციის მხარდაჭერით წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს ავდეევკას რაიონში. ამავდროულად, ოკუპანტებმა, რომლებმაც განიცადეს ზარალი, დაიწყეს გადაჯგუფება.

"მოველით, მზად ვართ მტრის გარკვეული გააქტიურებისთვის. გუშინწინ მან სცადა წინ წასულიყო, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. დღეს ის გადაჯგუფდება, მაგრამ ბომბის ჩამოგდება არის გარკვეული მომზადება შემდგომი ქმედებებისთვის", - განაცხადა შტუპუნმა.

ოქტომბერში რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკაზე შეტევა გააძლიერეს. თავდასხმები 2014 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეფასდა.