ბაჩო დოლიძე - ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იქნება, მუდმივად ვერ გაგრძელდება ეს ყველაფერი

შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა არ მოაწეროს ხელი აღნიშნულ მანიფესტს, ასევე იმ ყოფილმა პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, ყველას რიცხავენ? - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძე "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციები გრძელდება და ნიკა მელიას გუნდი გადაწყვეტილებას მიიღებს.

"არ ვუერთდები იმას, რომ მე, სადაც ვთვლი, რომ არასამართლიანად მოექცნენ ჩვენს მეგობრებს, ყოველთვის ვიტყვი, რომ არასამართლიანად მოექცნენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფასადური, დეკორაციული ერთობა რაიმე ტიპის სიძლიერეს ასხივებს, არც ასეა საქმე, იმიტომ, რომ საკუთარი თავი არ უნდა მოვიტყუოთ, პირველ რიგში. 

კონსულტაციები მიმდინარეობს ერთმანეთში, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იქნება, მუდმივად ვერ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო და შესაბამისად, ყველას ინტერესია გასათვალისწინებელი“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

მისივე თქმით, მანიფესტის ტექსტი იმ პრობლემების მოგვარებაზე არ არის ორიენტირებული, რაც პარტიაშია.

"პუნქტებს რომ მივყვეთ, შეიძლება არაფერს შეედავო - ის, რომ ნორმალურ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გასაგებია, იქ სადაც კორუფცია და არაფორმალური მმართველობა არ უნდა იყოს, მაგრამ ბევრი ნაწილია გამოტოვებული, რეალურად ეს ტექსტი, ე.წ. მანიფესტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს პარტიის წინაშე დგას? რეალურად პრობლემა რაშია, რომელ პრობლემას აგვარებს.

შინაარსს შეიძლება ეთანხმებოდე, თუმცაღა შინაარსი არ არის სრულყოფილი, არ ასახავს პრობლემების მოგვარებას. ბოლო პასაჟი, რაც მენიშნა, სადაც ჩაწერილია, რომ თურმე ლეგიტიმურია პოლიტიკური საბჭო, ასევე თავმჯდომარე, როდის შეგვიტანია ჩვენ ეჭვი თავმჯდომარის ლეგიტიმაციაში, ჩვენ ვსაუბრობთ ლეგიტიმაციის შემდგომ პერიოდზე, როდესაც აირჩიეს თავმჯდომარე, მერე რა პროცესები განვითარდა.

პოლიტსაბჭო იურიდიულად შეიძლება სწორად აირჩიეს, მაგრამ მანამდე რა გააკეთეს, ადამიანები რომ გარიცხეს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა მანიფესტთან დაკავშირებით, მხარეებს მოუწოდა თქვენ თქვენი ინიციატივით გამოდითო, ჩვენი მხრიდან ორ კვირაზე მეტია, ჩვენი შეთავაზება დევს საჯაროდ, ჩვენ ასე ვხედავთ გამოსავალს, 40 ათასი ადამიანი აწერს ხელს ამ შეთავაზებას, როგორც მინიმუმ განხილული არ უნდა ყოფილიყო? აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, აპირებენ თუ არა ყრილობაზე ამ შეთავაზების განხილვას“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები