"სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2-ლარიანი იები, ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ"

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია მხარს არ უჭერს ბიუჯეტს და აცხადებს,რომ ეს არ არის სწორი ბიუჯეტი საკრებულოსთან მიმართებაში.

"მე მაქვს კითხვა ვისთან გაიარეთ საკრებულოს ბიუჯეტი. ჩემთან არ გაგივლიათ. 24000 ლარი, რომელიც ეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პრემიების საკითხს, ეს თანხა არის ამოღებული. ეს იყო დანამატი. 78000 ლარი არის მოთხოვნილი და 28000 ლარით არის დაკმაყოფილებული. აქ ჩაშლილია, თაბახის ფურცლების შეძენის საკითხი, საკანცელარიო საქონელი, პრინტერების შესყიდვა, გამათბობლები, მაგიდა, კომპიუტერის აქსესუარები“, - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

მისივე თქმით, საკრებულოს თანამშრომლებს თავად მოუწიათ სარვამარტოდ თანხის შეკრება, რათა ქალბატონებისთვის იები ეყიდათ.

"სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2-ლარიანი იები. ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ. ეს არ არის სწორი ბიუჯეტი თვითონ საკრებულოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა ნოდარ შეროზიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები