აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა

100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა.

მისი საკონსულტაციო ფირმის ინფორმაციით, ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა 29 ნოემბერს საკუთარ სახლში კონექტიკუტში.

ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჰაინც ალფრედ კისინჯერი დაიბადა გერმანიის ქალაქ ფიურტში 1923 წლის 27 მაისს. 1938 წელს  ნაცისტური დევნის შედეგად მისი ოჯახი გერმანიიდან ნიუ-იორკში გაიქცა, სადაც 1943 წელს აშშ-ის მოქალაქე გახდა.

მუშაობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობებზე, რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის საპრეზიდენტო ადმინისტრაციებში.

იგი გახდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი 1969 წელს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973-1977 წლებში. ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისთვის, კისინჯერმა მიიღო 1973 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.

პოსტის დატოვების შემდეგ, კისინჯერმა ჩამოაყალიბა საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა - "Kissinger Associates“. კისინჯერმა დაწერა ათზე მეტი წიგნი დიპლომატიური ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი რჩება საკამათო ფიგურად ამერიკულ პოლიტიკაში, რომელსაც ბევრი ჟურნალისტი, პოლიტიკური აქტივისტი, იურისტი და უფლებადამცველი მიიჩნევს ომის დამნაშავედ. თუმცა, მას ასევე აფასებენ, როგორც საკმაოდ წარმატებულ სახელმწიფო მდივნად და აღიარებულია საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი გამოჩენილი მეცნიერის მიერ.

უახლესი ამბები