ლორა ლინდერმანი - ამერიკა ახლა გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობებს და მოსალოდნელია, რომ სრულიად შეწყვიტოს დაფინანსება

ამერიკა ახლა გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ სრულიად შეწყვიტოს დაფინანსება, - ამის შესახებ  ამერიკის ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ლორა ლინდერმანმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

"ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით  არჩევნებს და მთელ საარჩევნო პერიოდს, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება არჩევნები. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ეუთო-ოდირის, NDI-ს  და IRI-ს საერთაშორისო მისიებს საქართველოში, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან.  კონგრესში ახლა განიხილება კანონი სახელად მეგობარი აქტი, არჩევნებს დააკვირდებიან ამერიკელებიც და მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ ამ კანონთან დაკავშირებით. 

ამერიკა ახლა გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ სრულიად შეწყვიტოს დაფინანსება, ამერიკამ ძალიან ბევრი დახარჯა იმისთვის, რომ ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულიყო, ახლა დაფინანსების შეწყვეტა დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებზე", - განაცხადა ლორა ლინდერმანმა.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია LEADxSUMMIT 2024 მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები, მოახლოებული არჩევნები და "ქართული ოცნების" ნაბიჯები განიხილება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები