"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ორგანიზაციების წევრებმა დატოვეს. მათი თქმით, პარტია უკვე დატოვა თბილისის 15 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და 300-მდე წევრმა.

"აქ ვდგავართ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათი უმრავლესობა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში უანგაროდ და ერთგულად ემსახურებოდნენ პარტიას და იმ ღირებულებებს, იდეალებს, რის გამოც ჩვენ თავის დროზე პარტიაში მოვედით. აქ არიან ადამიანები, ვისი მხრებითაც მოვიდა პარტია აქამდე.

მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს – რა არის თქვენთვის ეს პარტია? შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. გვიწევს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება – ვტოვებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ბატონო მიშა, მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და მალე თავისუფლება, ჩვენ ვრჩებით „ვარდების რევოლუციის“ იდეების ერთგულნი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თანამებრძოლები“, – განაცხადა ბესო გაზდელიანმა.

გასული დღეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტია მუნიციპალიტეტებსა და რაიონულ ორგანიზაციებში დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები