ალექსანდრე კრევო ასათიანი - საქართველო დღეს არის ერთადერთი დასანქცირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში

საქართველო დღეს არის ერთადერთი დასანქცირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში.  დღეს, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტი კავშირი აქვს ნიკარაგუასთან და მალისთან, ვიდრე ლონდონთან და პარიზთან, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა.

"ვენესუელა, ზიმბაბვე, ნიკარაგუა, მიანმარი, მალი, ავღანეთის ისლამური საემირო, კამბოჯა და ახლა საქართველო- ეს არის ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკური ლიდერები დღეს არიან დასანქცირებული კორუფციის და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. სამწუხაროდ, ეს არის სია, სადაც საქართველო დღეს დგას. ტრაგიკული სია, რომელიც აჩვენებს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფოს ღირებულებები და იდეოლოგია.

საქართველო დღეს არის ერთადერთი დასანქცირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. საქართველო დღეს არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა დასანქცირებული პოლიტიკური ლიდერებით. დღეს, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტი კავშირი აქვს ნიკარაგუასთან და მალისთან, ვიდრე ლონდონთან და პარიზთან", - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები