NDI - ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ათიდან ერთი მოქალაქე ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის აღწერის დროს ამბობს, რომ საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის.

კერძოდ, 12% ამბობს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის, 28%-ს ფული ჰყოფნის საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. 45% აცხადებს, რომ ფული ჰყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ აქვს საშუალება ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინოს.

ეს მონაცემები შეცვლილია 2022 დეკემბრის კვლევასთან შედარებით - მაშინ 18% ამბობდა, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნიდა, ხოლო 35%-ის თქმით, ფული ჰყოფნიდა საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნიდა ტანსაცმელზე.

10%-ის თქმით, საშუალება აქვთ შეიძინონ ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი და სარეცხი მანქანა, მხოლოდ 3% ამბობს, რომ საშუალება აქვს შეიძინოს, რაც სჭირდება.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხული მოსახლეობა მთავარ გამოწვევად უმუშევრობას, დაბალ ხელფასებსა და ინფლაციას ასახელებს. მოქალაქეებს ამ კითხვაზე მაქსიმუმ სამი პასუხის მონიშვნა შეეძლოთ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები