NDI - დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.

კერძოდ, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ - 80% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, 16%-ის თქმით, მოსალოდნელია, ხოლო 3%-მა არ იცის პასუხი.

ამასთან, დაახლოებით, ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის - ამ კითხვაზე 83% პასუხობს, რომ არ ჰყავს, ხოლო 16%-ის განცხადებით, ასეთი ოჯახის წევრი ჰყავს.

კვლევის მიხედვით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.

მსგავსი სიახლეები