"საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს“ – ონისე ჯანაშია ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეების ბრალდებებზე

ჟურნალისტი და ბლოგერი ონისე ჯანაშია Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ბალდის კანიონის პროექტთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ბალდის კანიონის პროექტი ხელს შეუწყობს როგორც სოფლის, ასევე, მთელი რაიონისა და ქვეყნის განვითარებას.

გარდა ამისა, ჯანაშია პროექტის მოწინააღმდეგე კონკრეტული ჯგუფის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს პასუხობს და მათ სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი მოსახლეობაში მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას და პროექტის საწინააღმდეგო განწყობების ხელოვნურად შექმნას ცდილობს.

"მე მარტვილელი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე და უკეთესი ცხოვრების საძიებლად არსად წავსულვარ, არც მომავალში ვაპირებ. აქ მინდა, რომ შეიქმნას ეს უკეთესი ცხოვრება და მეც მივიღო ამაში მონაწილეობა. ახალგაზრდები არ უნდა ტოვებდნენ ჩვენს კუთხეს, ამისათვის მზად ვარ, აქტიურად დავუჭირო მხარი ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ამას შეუწყობს ხელს.

ასეთია ბალდის კანიონის პროექტი. პირველივე დღიდან აქტიურად ვარ ჩართული/მხარს ვუჭერ ამ პროექტს და კარგად ვიცი, რა სიკეთეს მოუტანს იგი არა მხოლოდ ბალდელებს და ბალდას, არამედ მიმდებარე სოფლებს, მთელ სამეგრელოს და ქვეყანას. ზუსტად ისე, როგორც ეს მარტვილი კანიონის შემთხვევაში მოხდა.

პროექტი გაზაფხულზე დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა - სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია. ამასობაში გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც, პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით, ყველანაირად ხელს უშლიან ამ პროექტს და ცდილობენ მოსახლეობაშიც ხელოვნურად შექმნან პროექტის საწინააღმდეგო განწყობები. არ დავიწყებ მოყოლას ამ პროცესში რას, როგორ აკეთებენ, როგორ პროვოკაციებს აწყობენ და თეთრზე შავის დამტკიცებას ცდილობენ. ამ პროცესში ძალიან ბევრ ტყუილს ავრცელებენ მიზანმიმართულად: ზოგი ისეთი აბსურდულია, რომ სერიოზულ პასუხსაც არ იმსახურებს, თუმცა საზოგადოებამ მაინც მინდა სიმართლე იცოდეს ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით:

ტყუილი #1: პროექტი უკანონოა, არავინ არაფერი იცოდა!

სინამდვილეში: პროექტი ყველა ეტაპზე კანონის სრული დაცვით ხორციელდება! ყველამ ყველაფერი იცოდა! და უფრო მეტიც, არავინ არაფერს აპროტესტებდა თვეების განმავლობაში, (შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია), სანამ არ გამოჩნდა კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც პირადი ინტერესები აქვს და ცდილობს მთელი სოფელი დააშანტაჟოს და პროექტის მხარდაჭერა აუკრძალოს!

მეტიც, პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ოჯახის წევრი მონაწილეობდა იმავე აუქციონში, რასაც ახლა აპროტესტებენ!

ტყუილი #2: კანიონი დამახინჯდება - ბუნება მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს!

სინამდვილეში: ბალდის კანიონი - ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სილამაზე, დღემდე, (ისევე, როგორც ადრე მარტვილი), მხოლოდ ერთეული ადამიანებისთვის (ძირითადად, ადგილობრივისთვის) არის ცნობილი. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთობლივად შემუშავებული პროექტით (რომელმაც ყველა ეტაპზე, ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და სრულად აკმაყოფილებს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის საჭირო დადგენილ კრიტერიუმებს), საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის, პირველად შშმ პირებს!!!) მიეცემათ საშუალება, წვდომა ჰქონდეს ამ უნიკალურ ბუნების ძეგლთან: მინიმალური ჩარევით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მოეწყობა როლერის ატრაქცია, რომელიც, ერთი მხრივ, მოგზაურობის მეორე მხრივ, კი ახალი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ბალდის კანიონზე შეიქმნება პირველი როლერი საქართველოში. ამასთანავე, აქამდე ადამიანს შეეძლო კანიონის მხოლოდ მცირე მონაკვეთზე შესვლა (და ეს არ იყო უსაფრთხო!), პროექტის განხორციელების შემდეგ კი შესაძლებელი ხდება ბუნების ძეგლის იმ მონაკვეთების დათვალიერება, რომელიც სრულიად მიუწვდომელი იყო/ადამიანი იქ პრაქტიკულად ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა.

და რაც მთავარია! პროექტის არსი იმაშია, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ხელუხლებლად ბუნება - სწორედ მის სანახავად იწვევს ადამიანებს და მისსავე ინტერესშია ბუნების შენარჩუნება.

(ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ გაცილებით დიდი საფრთხე ამ ბუნებას პროექტის განხორციელებამდე ჰქონდა, როცა დენით თევზაობა და ხის უკანონო ჭრა არავისთვის უცხო არ იყო - საინტერესოა, მაშინ სად იყვნენ დღეს ბალდაში ჩამოსული პროტესტის მონაწილეები? ყველამ ხვდება, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, ამას ვეღარავინ გააკეთებს!)

ტყუილი #3: აუქციონამდე უნდა გამართულიყო საჯარო განხილვა!

სინამდვილეში: ბალდის კანიონი - წარმოადგენს ბუნების ძეგლს და ის სამართლებრივი აქტები, რომლის საფუძველზეც ხდება ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარების მიზნებისათვის სარგებლობაში გადაცემა (დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონი, საქართველოს მთავრობის N170 და N235 დადგენილებები), არ ითვალისწინებს მსგავსი კომუნიკაციის გამართვის აუცილებლობას, ვინაიდან, ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული ღონისძიებით არ ეზღუდება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა (აღნიშნული ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არც არასოდეს მომხდარა წარსულში - (თუ არ ჩავთვლით ცოტნე თვარაძის მოსაზრებას, რომ ის აღნიშნულ ტერიტორიას მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებდა!).

ტყუილი #4: ბალდის კანიონი გაიყიდა!

სინამდვილეში: ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიაა - ბუნების ძეგლი ვერ გაიყიდებოდა! ბალდის კანიონში მოზიდულია კერძო ინვესტიცია, - დარგობრივი/ამ სფეროს სპეციალისტი ინვესტორი და არა უბრალოდ ბიზნეს ჯგუფი და მათ საკუთრებაში კი არა, იჯარით გადაეცათ და არა მთლიანად ბალდის კანიონი, არამედ მხოლოდ მისი მონაკვეთი (500 მ სიგრძე) - ზუსტად იმდენი, რაც საჭიროა ადგილზე ამ კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად! პირიქით, სახელმწიფომ ამ გზით დაიტოვა ბერკეტი, ნებისმიერ დროს, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაწყვიტოს ხელშეკრულება! როგორც უკვე ვთქვით, მთლიანად კანიონი ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავს, ასე რომ ვიზიტორებს, რომლებსაც არ იზიდავს ატრაქცია, თავისუფლად შეუძლიათ კანიონის სხვა მონაკვეთები მონახულონ. ასე, მაგალითად, ფოტო, რომელიც პროტესტის აქტივისტებს საკუთარ ფბ გვერდზე მთავარ ფოტოდ აქვთ განთავსებული (ე.წ. საბანაო ადგილი), პროექტით მანდ საერთოდ არანაირი ინფრასტრუქტურა არ ეწყობა. ესეც მათი მორიგი ტყუილია!

ტყუილი #5: ინვესტორი აგრესიულად იქცევა.

სინამდვილეში: სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. პროტესტის აქტივისტები გამოირჩევიან აგრესიული, შეურაცხმყოფელი ქცევით არა მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლების, არამედ იმ ადგილობრივების მისამართითაც, ვინც მხარს უჭერს პროექტს(ამაზე ძიებაც დაწყებულია). ისინი მიუვარდნენ ინვესტორს ოფისში და ადგილზე მოაწყვეს პროვოკაცია, მერე იჩივლეს, და ახლა ცდილობენ ინვესტორის ოფისში პროვოკაციული მივარდნა ინვესტორის მხრიდან ძალადობად გაასაღონ სასამართლოში. კომპანია 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ყველგან ყველა კმაყოფილია, არსად არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კომპანიას - ძალიან კარგი დამსაქმებელია (ორჯერ და მეტჯერ დიდი ანაზღაურებას იღებენ).

ტყუილი #6: კომპანია აუქციონამდე 3 დღის წინ შეიქმნა!

სინამდვილეში: პირიქით, სააგენტომ მოიზიდა ამ დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე (პრაქტიკულად ერთადერთი) კომპანია. ამ გუნდმა 2017 წლიდან წარმატებით განახორციელა შემდეგი პროექტები: ზიპლაინები თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღში საქართველოში ყველაზე დიდი - ვაკის ზიპლაინი, საირმის ზიპლაინი, USAID-ის მხარდაჭერითა და თანადგომით, ანაკლიაში მოეწყო საქართველოში ყველაზე დიდი თოკების პარკი, მარტვილის კანიონის ზიპლაინი, ოკაცეს ჩანჩქერის ზიპლაინი, სენაკის თოკების პარკი და ზიპლაინი, ალგეთის ეროვნული პარკში თოკების პარკი და ზიპლაინი, კინჩხის ზიპლაინი და სხვა. - ჯამში 20-ზე მეტი პროექტი!

ტყუილი #7: პროექტი ემსახურება მხოლოდ კომპანიის ინტერესებს!

სინამდვილეში: პროექტით სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ სოფელი, არამედ სამეგრელოს რეგიონი და მთელი ქვეყანა. მარტვილის მაგალითი - 2017 წელს, გერმანელი ექსპერტების კვლევით, მარტვილის კანიონზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტით, საქართველოს ეკონომიკაში 17 მლნ ლარზე მეტი შევიდა და 700-მდე ადამიანი დასაქმდა. 2016 წლამდე, მარტვილში 2 სასტუმრო და 1 სასადილო ფუნქციონირებდა. დღეს მარტვილში 45-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო, 8 დიდი სასტუმრო და ბევრი კვების ობიექტია. 2022 წლის მდგომარეობით, ჯამში, დაცული ტერიტორიების მიმდებარე მინიმუმ 407 სასტუმრო, 250 მაღაზია და 184 კვების ობიექტი ამუშავდა.

ტყუილი #8: ტყე მიიტაცეს, ღობით შემოსაზღვრულია მეტი ტერიტორია, ვეღარ ვიბანავებთ - მთელი კანიონი წაღებულია!

სინამდვილეში: არსებული ვითარების მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციაა. ღობე, რომელიც კომპანიამ ადგილზე სამუშაოების დაწყებამდე შემოავლო, უპირველესად უსაფრთხოების მიზნებს ემსახურება. ტერიტორიაზე მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები, მათ შორის, მაღალი ძაბვის გამოყენებით, რომელიც საჭიროებს უსაფრთხოების ზომების უპირობო დაცვას. მთელი კანიონიდან იჯარით გაცემულია მხოლოდ 500 მ სიგრძის მონაკვეთი (ჯამურად 2,4 ჰა). ე.წ. საცურაო ადგილზე (მოპროტესტეების მთავარი ფოტო) საერთოდ არანაირი ინფრასტრუქტურა არ ეწყობა და ხელუხლებელი რჩება (მხოლოდ ჩასასვლელი იქნება მოხრეშილი).

ტყუილი #9: ბალდის კანიონზე სამუშაოებს შველი ემსხვერპლა!

სინამდვილეში: ეს იყო ბინძური პროვოკაცია - დადგმული სცენა! რა მოხდა რეალურად: გამოძიებით ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა გარდაცვლილი შველი მიიტანეს, მერე ფოტოები გადაუღეს და ასეთი ფეიკ ინფორმაცია გაავრცელეს. გამოძიება თავის სიტყვას იტყვის, თუმცა გამოძიების გარეშეც ნათელია ყველაფერი: ბოდიში ამ დეტალებისთვის, მაგრამ ადგილზე ელემენტარულად სისხლის კვალიც კი არ იყო (იმიტომ, რომ მიტანილი შველი უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო) და ეს კონკრეტული გარემოება და კიდევ ბევრი სხვა მამხილებელი დეტალი დაფიქსირებულია. აუცილებლად ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, სიმართლეს ვერავინ გაექცევა!

ტყუილი #10: მათ უყვართ ბალდა, მარტვილი და სამეგრელო - სხვები ანგრევენ!

უკომენტაროდ!

შეიძლება, ძალიან გიყვარდეს სოფელი, სადაც ზაფხულობით ჩამოდიხარ და ისვენებ, მაგრამ შეუძლებელია, გიყვარდეს ეს მხარე და მისთვის სიკეთეს ეწინააღმდეგებოდე!“ - წერს ონისე ჯანაშია.

უახლესი ამბები