მამა იოვანე - დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს

შობასთან დაკავშირებით ლაშა ბუღაძის სტატუსს სასულიერო პირები გამოეხმაურნენ, მათი განცხადებით, მიუღებელია მწერლის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის რუსულად მოხსენიება და მისი დაკნინების მცდელობა.

"დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, რომელიც თავს თვლის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის სულიერ შვილად. მას არ მიულოცია, დასცინა, რაც სამწუხაროა. თუ საეკლესიო კალენდარში ჩავიხედავთ, 7 იანვარს გვერდით უწერია, რომ 7 იანვარი, რეალურად, არის 25 დეკემბერი, ანუ ჩვენ შობას აღვნიშნავთ 25 დეკემბერს. ათონის მთაზეც, 7 იანვარს ანუ 25 დეკემბერს აღინიშნება შობის დღესასწაული. ასევე, იქაც, სადაც ჩვენი უფალი, მაცხოვარი იესო ქრისტე იშვა, იქაც 7 იანვარს აღნიშნავენ და რა გამოდის, თუ რუსულია ესე იგი ყველაფერი რუსეთის ყოფილა.

ჩვენი ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან ეკლესიას არაფერი არ აკავშირებს რუსეთთან, არც ისე და არც - თარიღულად. ასე რომ, თუ ისინი ასე ფიქრობენ, ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იოვანე მჭედლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები