ბადრი ჯაფარიძე - დამოუკიდებელი სასამართლო იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ივანიშვილმა წააგო პროცესი

ივანიშვილმა პროცესი იმის გამო წააგო, რომ დამოუკიდებელი სასამართლო იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღო, - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის საქმის წაგებას შვეიცარიულ ბანკთან.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როცა საქართველოში დასრულდება რუსული ოცნების რეჟიმი, ქვეყანაში არსებული სასამართლო სამართალზე დაყრდნობილ განაჩენებს გამოიტანს.

"დამოუკიდებელი სასამართლო იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ივანიშვილმა წააგო პროცესი და საქართველოში, როდესაც ივანიშვილს სურს მისი ოპონენტების დამცირება და შეურაცხყოფა, აქ სასამართლო იღებს ივანიშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ეს დასრულდება. დასრულდება იმით, რომ სასამართლო მიიღებს, მხოლოდ და მხოლოდ, სამართალზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება შეიცვლება", - აცხადებს ჯაფარიძე.

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები