მეუფე გრიგოლი - ძალიან დიდმა სიძნელეებმა და მოულოდნელმა ხიფათებმა არ უნდა დაგვამარცხოს, ჩვენ უნდა ვძლიოთ წუთისოფელს და ეს შესაძლებელია

არ იფიქროს ვინმემ, რომ წყალში ჩახვალთ და განიწმინდებით, ეს ლამაზი ტრადიციაა მხოლოდ, ცოდვებისგან ადამიანი განიწმინდება მხოლოდ სინანულის, აღსარების გზით და წმინდა ზიარების მიღებით, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე გრიგოლის თქმით, "ამ წუთისოფელში ძალიან დიდმა სიძნელეებმა და მოულოდნელმა ხიფათებმა  არ უნდა დაგვამარცხოს".

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ იესო ქრისტე არის განკაცებული ღმერთი და რა თქმა უნდა, იესოს არ სჭირდებოდა ნათლობა, ნათლობა სჭირდება ცოდვილ ადამიანს, რათა განიწმინდოს ცოდვისაგან და იესოს ცოდვა არ ჰქონდა, რამეთუ ის იყო ერთადერთი უცოდველი, ვითარცა განკაცებული ღმერთი. მოვისმინოთ რას ამბობს იოანე ნათლისმცემელი.  

ის შეწუხებულია, ის შეშფოთებულია, გაოცებულია. კი მაგრამ შენ ჩემგან როგორ ითხოვ ამას, როცა მე მიხმს შენდგან, მე მეკუთვნის შენგან ნათლისღება? და იესო ქრისტე რას ეუბნება, იცით? - ასე იყოს, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება. 

ბუნებრივია, ჩვენ გვიჩნდება კითხვა რა სიმართლეზე საუბრობს მაცხოვარი? აქ საუბარია ღვთაებრივ სიმართლეზე. აი, სიმართლე რაში მდგომარეობს: ეს არის ძე ჩემი და თქვენ თუ გინდათ ცხოვრება, მისი ისმინეთ, რასაც ეს გეტყვით, რასაც ეს დაგარიგებთ, რასაც ეს გასწავლით, ეს შეასრულეთ. 

ჩვენ ბევრი რამ გვჭირდება წუთისოფელში, მაგრამ ეს ყოველივე წუთისოფელში წარმავალია და შესაბამისად, სახმარია მხოლოდ დროებით. ჩვენ ეს გვაფიქრებს იმაზეც, თუ რაში მდგომარეობს არსი ღვთაებრივი შემოქმედებისა. ღმერთმა განა იმისთვის შექმნა სამყარო, რომ დაიღუპოს? რომ მოკვდეს? მრავალი რამ არის საჭირო წუთისოფელში, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო. ამიტომ, უნდა გამოიძიო. "გამოიძიე სიტყვაი" - ამას გვასწავლის უფალი და ჩვენ გვმართებს, როგორც გონიერ არსებას გამოვიძიოთ რაში მდგომარეობს სიმართლე, რომლის შესახებაც საუბრობს იესო ქრისტე. სიმართლე, რომლითაც ადამიანმა უნდა იცხოვრო და თუ არ იცი ეს სიმართლე, როგორ იცხოვრებ? 

თქვენ, რომ გამოხვედით ამ დილას, ხომ იცოდით, სად მიდიოდით? სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნება ადამიანის მოქმედება, მიდის და არ იცის სად მიდის. ამბობს და არ იცის რას ამბობს. აკეთებს და არ იცის რას აკეთებს. ინათლება და ხომ უნდა იცოდეს რატომ ინათლება. რამდენ ადამიანს შეუძლია ამაზე სწორი პასუხის გაცემა? რისთვის ნათლავს ბავშვს? რისთვის ინათლება? მაქსიმუმი, რასაც ადამიანების უმეტესობა გეტყვის, არის ის, რომ - "აბა როგორ? ქართველები ქრისტიანები ვართ" - და რაში მდგომარეობს ქრისტიანობის არსი? რაში მდგომარეობს ის ღვთაებრივი სამართალი? რისთვის მოვიდა მაცხოვარი, საერთოდ საიდან მოვიდა ადამიანი სამყაროში? განა ღმერთმა უკვდავებისთვის არ შექმნა? ადამი, რომელიც იყო უცოდველი, ურჩობის გამო ცოდვილი იქმნა და ცოდვასთან ერთად მოვიდა სიკვდილი. ცოდვასთან ერთად მოვიდა სხვადასხვა ტკივილები, ჭირ-ვარამი და ასე შემდეგ. 

დღევანდელ დღეს, უფრო სწორად, მწუხრის ჟამს, უამრავი ადამიანი ჩადის მდინარეში განსაბანად, როგორც ამბობენ ხოლმე. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ძალიან ლამაზი ტრადიციაა, მაგრამ არ იფიქროს ვინმემ, რომ წყალში ჩახვალთ და განიწმინდებით. ეს ლამაზი ტრადიციაა მხოლოდ. ცოდვებისგან ადამიანი განიწმინდება მხოლოდ სინანულის, აღსარების გზით და წმინდა ზიარების მიღებით. აი, ეს არის გზა განწმენდისა, უფალმა მოგვცა კიდეც და დაგვიდგინა. მან გზა გაგვიხსნა, მან აიღო ყველა ცოდვა ადამიანის მიერ ჩადენილი. არამარტო ადამიანი შეცვალა, მთელი სამყარო შეცვალა  და უფალი მოდის, რათა ადამიანი გაათავისუფლოს და აი, ეს ელემენტარული რამ უნდა იცოდე. ჩვენ უნდა გავარკვიოთ რაში მდგომარეობს ღვთაებრივი სიმართლე, რისთვის მოვდივართ აქ. 

დღევანდელ დღეს ასევე სრულდება დიდი აიაზმა. აიაზმა ნიშნავს დიდ სიწმინდეს. ნაკურთხი წყალი არის დიდი სიწმინდე და ამ დიდ სიწმინდეს შესაბამისად უნდა მოვექცეთ. როცა ადამიანი დილის ლოცვას შეასრულებს, შემდგომ სეფისკვერი უნდა ჰქონდეს და ამ დიდ სიწმინდეს მიაყოლებს. ასევე უძლურების ჟამს უნდა მოიწვიოთ მოძღვარი სახლში, რომ სახლი გიკურთხოთ. ამ წუთისოფელში ძალიან დიდმა სიძნელეებმა და მოულოდნელმა ხიფათებმა  არ უნდა დაგვამარცხოს.  ჩვენ უნდა ვძლიოთ წუთისოფელს და ეს შესაძლებელია. ყველაზე დიდ მეცნიერებაზე დიდი მეცნიერებაა ღმერთი რომ შეიმეცნო ამის სურვილი უნდა გქონდეს. ღმერთმა მოგცეთ ეს სურვილი, რომ უკეთ გავიცნოთ ქრისტე, უკეთ გავერკვეთ რაში მდგომარეობს ღვთაებრივი სიმართლე. ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლე სწორედ ისაა, რომ მოვუსმინოთ, რასაც უფალი გვეუბნება - ეს არის ძე ჩემი და მაგისი ისმინეთ, მას დაუჯერეთ", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები