მეუფე გრიგოლი - ეს იყო უმძიმესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით

საქართველოს სამოქალაქო კალენდრის თანახმად, დღეს არის უმძიმესი დღეები, როცა ქართული მიწა საქართველოს დამცველთა სისხლით ირწყვებოდა, როდესაც რუსეთის არმია დამოუკიდებელ საქართველოში მზაკვრულად შემოიჭრა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის აგრესიის კვალი დღესაც აქვს საქართველოს.

მიტროპოლიტმა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"საქართველოს სამოქალაქო კალენდრის თანახმად, დღეს არის უმძიმესი დღეები, როცა ქართული მიწა საქართველოს დამცველთა სისხლით ირწყვებოდა. როდესაც რუსეთის არმია დამოუკიდებელ საქართველოში მზაკვრულად შემოიჭრა და ვერ გაუძლო  ქართული სახელმწიფოს მცირერიცხოვანმა შესაძლებლობებმა. მედგარი ბრძოლების მიუხედავად, პოზიციურ ბრძოლებში გამარჯვების მიუხედავად დამარცხდა. ეს იყო უმძიმესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელზე მეტია, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს აზროვნებას ჯერ კიდევ ეტყობა ეს წარსული. ჯერ კიდევ ვერ ვართ გათავისუფლებული. ღმერთს ვავედრებთ მათ სულებს, ვინც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ. თქვენ თანამედროვენი ხართ რუსეთის აგრესიისა. არის პრობლემები, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავთ და რაზეც უნდა ვიმსჯელოთ.

ორი წლის წინ უკრაინას მუხანათურად და თავხედურად თავს დაესხა რუსეთი და ეს ომი დღესაც გრძელდება. ეს გამიზნულია იმაზე, რომ გამოიფიტოს ეს ერი. არ უნდათ აღიარება, რომ უკრაინას აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი, რომ უკრაინელ ხალხს აქვს უფლება არსებობაზე, იმიტომ რომ ასე გადაუწყვიტეს. ეს არანაირ ჩარჩოში და არც მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოში არ ჯდება. ჩვენმა სახელმწიფომ მისი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინელებს დახმარების ხელი გაუწოდა. დღესაც უამრავი ქართველი იბრძვის უკრაინაში, უამრავი ქართველი ადამიანი ჩამოასვენეს ამ წლების განმავლობაში. ჩვენ მით უმეტეს გვტკივა, იმიტომ, რომ ცოცხლად გვაქვს განცდილი ჩვენს დროში, თუ რა არის ეს. შენი თავისუფლების საზღვარი იქ არის, სადაც სხვისი იწყება. ნორმალური ქვეყანა ცხადია, ურთიერთპატივისცემას  და ურთიერთაღიარებას ითვალისწინებს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები