ბექა ვაჭარაძე - ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე

ქალაქ ფოთში, ნაბადის უბანში, N-8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება შენობის ფასადი, სკოლის შიდა ინტერიერი-საკლასო ოთახები, დერეფნები, სამასწავლებლო, სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. სამუშაოების შესაბამისად გამოიცვალა შენობის სახურავი.

სექტემბრიდან ახალი სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყება.

"ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რადგან ფოთელმა მოსწავლეებმა განათლება უფრო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღონ”, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

N 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები