პარლამენტში საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართა

პარლამენტში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია პირველად გაიმართა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა  და ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

"მოხარული ვარ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში განვიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიც არის ევროკავშირის გაფართოება, როგორც მთელი ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ზრდაში სტრატეგიული ინვესტიცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისი კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საერთო ინტერესების სფეროებში, როგორიცაა: გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმოების პროცესი, გაწევრიანებამდე გათვალისწინებული დახმარება, ევროპეიზაციის პროცესის უკეთ მართვა და სხვა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოსთვის საინტერესოა ის გამოწვევებიც, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.

"იმედია, საქართველოს გამოცდილებაც საინტერესო იქნება დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებისთვის. ახლო მომავალში ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვიქნებით. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, დღესვე ვიყოთ თქვენი მჭიდრო და ღირებული პარტნიორი, ასევე, ხელი შევუწყოთ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის თანამშრომლობის ხიდების მშენებლობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, კონფერენციის იდეა არის საქართველოსა და  დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთკავშირების გაძლიერება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"საქართველომ გასული წლის 14 დეკემბერს მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ისტორიით, კულტურით, იდენტობით და რა თქმა უნდა ხალხის ნებით.“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 

"ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვაერთიანებს არის მიზანი - გავხდეთ ევროკავშირის წევრები. პარლამენტების როლი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გამორჩეულია. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ პარლამენტის წევრები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ამ ფორმატში, რომ საფუძველი ჩავუყაროთ პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი წარმატებული შეხვედრა მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით წინ გადადგმული ერთ დიდი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წევრობა მიულოცა.

"ჩვენ გვაერთიანებს გეოგრაფია, ისტორია, საერთო ღირებულებები. ეს არის მშვიდობის, კეთილდღეობის მამოძრავებელი, რომელიც უფრო განსაკუთრებულს გახდის ჩვენს კავშირს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი ამ პროცესში ლიდერობს და მზად არის შეისწავლოს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელიც იგივე პროცესში იმყოფება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებაზე და საქართველოსთვის ამ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის მყარი საფუძველი თითოეული რეფორმისთვის, რომელიც ძალიან კომპლექსური იქნება და ამისთვის აუცილებელი იქნება ყველა წინა გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და რეკომენდაციების შესრულების პროცესში პარლამენტის განსაკუთრებული როლი აღნიშნა.

"მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ სერიოზულად შეხედონ ამ საკითხებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე 9 რეკომენდაციაა. რეკომენდაციების შესრულებას ბევრი სამუშაოს განხორციელება სჭირდება, რომელშიც ყველა მხარე - მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ჩართული. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უფრო მალე იქნება შედეგი“,  - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებმა ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკიდან. კონფერენციაზე  იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმების დღის წესრიგზე და მოლაპარაკებების პროცესში ეროვნული პარლამენტების როლზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები