თენგიზ ფხალაძე - კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა არჩევნებს გაცილებით მაღალი სტანდარტით უნდა ატარებდეს

კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა არჩევნებს გაცილებით მაღალი სტანდარტით უნდა ატარებდეს, ვიდრე კანდიდატის სტატუსამდე, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი სწორედ არჩევნებია. 

"არჩევნები ყოველთვის არის ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი, მით უმეტეს ეს არჩევნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკავშირდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის  თემას. პირდაპირ უკავშირდება იმ 9 რეკომენდაციის შესრულებას, რომელთანაც დამოკიდებულია სამომავლოდ მოლაპარაკების გახსნა და გარდა ამისა, მე მგონი, აქსიომაა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა არჩევნებს გაცილებით მაღალი სტანდარტით უნდა ატარებდეს, ვიდრე კანდიდატის სტატუსამდე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

თბილისში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. რონდელის ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მთავრობების, ანალიტიკური ცენტრების, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლები საერთაშორისო წესრიგში არსებულ საკითხებს განიხილავენ. კონფერენციას ქართველი და უცხოელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ელჩები ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები