ვასო ურუშაძე - თუ ჩვენ გვსურს, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი

თუ ჩვენ გვსურს, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, ამისათვის მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, - ამის შესახებ Front Nesw-ს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვასო ურუშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინკისთან ლევან ხაბეიშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის შეხვედრა საარჩევნო საკითხებსა და მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა.

"დღევანდელი შეხვედრის საკითხი ეხებოდა 2024 წლის არჩევნებს და აღნიშნული არჩევნების კონკურენტულ, სამართლიან პირობებში ჩატარებას. პარტიის მხრიდან დაისვა ყველა ის საკითხები, რომელსაც არჩევნებისთვის "ქართული ოცნება" ბოროტად იყენებს. კერძოდ, მოსყიდვის, დაშინების და გაყალბების ფაქტები. იმისათვის, რომ არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, აუცილებელია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, დამფუძნებელს მიხეილ სააკაშვილს ისევე ჰქონდეს შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს აქვს. აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ შეხვდეს ამომრჩეველს, გააცნოს საკუთარი გეგმები და მიიღოს  მონაწილეობა სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის სატელევიზიო დებატებში. თუ ჩვენ გვსურს, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, ამისათვის მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. ბრალის წარმდგენის, ე.წ. პროკურატურის სათავეში დგას რუსული სპეცსამსახურების აგენტი ოთარ ფარცხალაძე. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი იღებს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

რაც შეეხება ელჩთან ვიზიტს, მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ბოროტად მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრაზე 2024 წლის წინასაარჩევნო პროცესები განიხილეს.

უახლესი ამბები