ლადო პაპავა - რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, ნებისმიერი დაპირება პენსიების ზრდის არის შეუსრულებელი

ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა გააკეთა საინტერესო კვლევა და აჩვენა, რომ სანქციების დაწესებით, არა იმდენად რუსეთი დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო: იქნებოდა ეკონომიკის 10 პროცენტიანი ვარდნა, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ "ლელოს" იმ დაპირებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს.

როგორც პაპავამ განმარტა, ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, სანქციების დაწესებასთან ერთად, შეუსრულებელია.

მისივე თქმით, სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა შეუქმნას საქართველომ საკუთარ თავს პრობლემა.

"თუ იქნება 10 პროცენტიანი ვარდნა, ჩვენ გვექნება ბიუჯეტის კლება, ანუ ნებისმიერი დაპირება, პენსიების თუ სხვა გასაცემლების ზრდის, სანქციების დაწესების პირობებში, არის შეუსრულებელი. სანქციების შემომღები ქვეყნები თვითონვე უვლიან გვერდს სანქციებს, თვითონ არღვევენ სანქციებს და რუსეთში აგრძელებენ ბიზნესს თავიანთი ეროვნული ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ, ჩვენს საზიანოდ რატომ უნდა ვიმოქმედოთ?" - განაცხადა ლადო პაპავამ "იმედთან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები