იოსებ არჩვაძე - ვეთანხმები ბატონ ლადო პაპავას იმაზე, რომ წინა წლებთან შედარებით მოსახლეობაზე შემოსავლების გადანაწილება სულ უფრო თანაბრად ხდება

“არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ბატონ ლადო პაპავას იმაზე, რომ წინა წლებთან შედარებით მოსახლეობაზე შემოსავლების გადანაწილება სულ უფრო თანაბრად ხდება“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე პროფესორ ლადო პაპავას მოსაზრებას, რომელიც მან ერთ-ერთი მედია საშუალებისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გამოთქვა. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძე ყურადღება გაამახვილა 2012 წელთან შედარებით ჯინის ინდექსზე, რომელიც გვიჩვენებს შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების უთანაბრობის დონეს. 

შედეგად, რაც უფრო დაბალია ის, მით უფრო თანაბრად გადანაწილდება ქვეყანაში შექმნილი დოვლათი და სამომხმარებლო რესურსი.  

იოსებ არჩვაძის თქმით, მნიშვნელობა 0 - ი აჩვენებს, რომ შემოსავლები/ხარჯები აბსოლუტურად თანაბრადაა განაწილებული, 100 - ი, რომ შემოსავლები/ხარჯები მხოლოდ ერთ პიროვნებაზე მოდის. ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი აბსოლუტურად შემცირებულია: მთლიანი შემოსავლების მიხედვით - 10.7%-ით, (42-დან 37-მდე) ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით - 8.0%-ით (44-დან 41-მდე). „ჯინის ინდექსის გარდა, სხვა მაჩვენებლებითაც დასტურდება საქართველოში უთანაბრობის შემცირება. ბოლო ათწლეულში (2020 წელს 2010 წელთან შედარებით) ერთ სულზე გაანგარიშებით, მოსახლეობის ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე, მეათე დეცილური ჯგუფის ხარჯების თანაფარდობა საშუალო მაჩვენებელთან შემცირდა 245.5%-დან 191.0%-მდე, მაშინ როდესაც უღარიბესი, პირველი დეცილური ჯგუფის შესაბამისი მაჩვენებელი გაიზარდა 32.1%-დან 38.7%-მდე,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. 

ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაში უთანაბრობის შემცირება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით.

„ჯერ ერთი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარალელურად, სახელმწიფო ახორციელებს სოციალური დანიშნულების ხარჯების გაცილებით სწრაფ ზრდას საბიუჯეტო ხარჯების სხვა მიმართულებებთან შედარებით, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებში ხარჯების წილი განათლებაზე, ჯანდაცვასა და და სოციალურ უზრუნველყოფაზე 2012 წლის შემდეგ 1.5-ჯერ და მეტადაა გაზრდილი და უკვე მთელი საბიუჯეტო ხარჯების ნახევარს აღემატება. რომ არა აღნიშნული გარემოება, ხარჯები აღნიშნული მიმართულებით წელზე გაანგარიშებით, ამჟამად დაახლოებით 3.0 მლრდ. ლარით ნაკლები იქნებოდა; მეორე, აგრარული სექტორის მეტ-ნაკლებად სტაბილური განვითარებით, რომელზეც დიდწილად დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტის კეთილდღეობისა და შემოსავლების სტაბილური ფორმირება. 2020 წელს 2012 წელთან შედარებით დამატებული ღირებულების ზრდამ ამ სექტორში (+24.6%), გადაუსწრო სხვა დარგებში მიღწეულ ზრდას (+23.3%); მესამე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების რეალიზაცია, რაც ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და შესაბამისად, დასაქმებულთა კონტინგენტის ზრდას. – 2012 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში, 2021 წლისთვის, 102 ათასითაა მომატებული, ხოლო საშუალო ხელფასი - 77.3 პროცენტით; მეოთხე, კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად სახელმწიფოს პირდაპირი, მონეტიზებული და არამონეტიზებული დახმარებები მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს (ფულადი დახმარებები, კომპენსაციები, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება და ა.შ.),“ - აღნიშნავს ექსპერტი. 

მისი ინფორმაციით, მართალია, ქვეყანაში ადგილი აქვს საგრძნობ ინფლაციას, მაგრამ მოსახლეობის შემოსავლების ზრდა მაინც წინ უსწრებს სამომხმარებლო ფასების ზრდას და ინფლაცია “ჭამს“ მოსახლეობის დამატებითი შემოსავლების მხოლოდ დაახლოებით 70 პროცენტს.

„მთლიანობაში, მოსახლეობის ერთ სულზე საშუალო შემოსავლები მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, რეალურ განზომილებაში (ინფლაციის გათვალისწინებით), კოვიდსიტუაციით განპირობებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად, 2021 წელს 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 12 პროცენტითაა გაზრდილი. ზემოხსენებული ღონისძიებების გატარებით, ქართული „სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე“, - აღნიშნავს  იოსებ არჩვაძე.

მსგავსი სიახლეები