სირსკი - სამხედროების სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ!

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის ქალაქ ავდიივკიდან უკრაინული შენაერთების გაყვანის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, სამხედროების გაყვანა უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით გადაწყდა.

"ავდიივკას ირგვლივ არსებული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან აცილებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიციებზე გადავსულიყავით.

ჩვენმა ჯარისკაცებმა ღირსეულად შეასრულეს თავიანთი სამხედრო მოვალეობა, გააკეთეს ყველაფერი საუკეთესო რუსული სამხედრო შენაერთების განადგურებისთვის, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მტერს ცოცხალი ძალით და აღჭურვილობით. ჩვენ ვიღებთ ზომებს სიტუაციის დასასტაბილურებლად და ჩვენი პოზიციების შესანარჩუნებლად. სამხედროების სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა. ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ. დიდება უკრაინას!," - აცხადებს სირსკი.

მსგავსი სიახლეები