ნიკოლოზ სამხარაძე - ძალიან ნიშანდობლივია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ ბრიუსელში შედგება

"დღეს იწყება ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს ვიზიტი შედგება ბრიუსელში. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომელიც იგზავნება ჩვენი მთავრობის მხრიდან არა მხოლოდ ევროპისადმი და ევროკავშირისადმი, არამედ მთელი მსოფლიოსადმი, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის სწორედ ევროკავშირი და ნატო“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც მან აღნიშნა,  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს შეხვდება  ევროკავშირში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ასევე, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ  ბორელს, გაფართოების კომისარს ვარჰეის და კრიზისების მართვის კომისარს ლენარჩიჩს.

"გარდა ამისა, გაიმართება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს არის პირველი სხდომა, რომელზეც უკვე ოფიციალურად დღის წესრიგში არის შეტანილი საკითხი  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დღეს ასევე  გაიმართება შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების, გარდა არის ასევე ნატოში გაწევრიანებაც

"შესაბამისად, დღესაც მოვისმენთ როგორც ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ასევე ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს გაწევრიანება ნატოში“, - განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები