ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways“ ბათუმის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას, - ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან, 16 სექტემბრამდე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways-ს სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.

ელ ქუვეითი - ბათუმი - ელ ქუვეითის მიმართულება ახალია ავიაკომპანიისთვის. ამ ეტაპისთვის, „Jazeera Airways“ რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.