მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია ვიზეარის მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.

"ნეტგაზეთი" რეისის ერთ-ერთი მგზავრზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო, თვითმფრინავი სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა.

დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები