"საქართველოს სასამართლოს გუშაგი" - იუსტიციის საბჭოს ორი წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაა

დღეს, 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა.

"საქართველოს სასამართლოს გუშაგის" ინფორმაციით, კანდიდატებს შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრები:

ბადრი შონია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი;

პაატა სილაგაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე, წარსულში იყო ის საბჭოს წევრი (2013-2017 წლები), ამჟამად ის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

ირაკლი ბონდარენკო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრი;

ლაშა თავართქილაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

გოჩა დიდავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

ეკატერინე კულულაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;

მერაბ ლომიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

ნათია მერაბიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;

გიზო უბილავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

სიმონ ჩხაიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე;

გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

გიორგი გოგინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

სიაში ასევე არიან ადვოკატები და სხვა იურისტები.

"საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის თანახმად, რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ.

ამ ეტაპისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე სია გამოქვეყნებული არ არის (გამოქვეყნების შემთხვევაში მასალა განახლდება).

2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ თანამდებობაზე მოსამართლის ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები