IDFI - 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონ ლარს

"თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ, ან მისი ოჯახის წევრმა, 5 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო, მათ შორის, ფულის, უძრავი ქონების, ავტომობილებისა და სხვა ძვირად ღირებული ნივთების სახით. 

"25 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა „თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები 2020-2022“, რომელიც მიმოიხილავდა აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებულ ინფორმაციას. კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ 2020-2022 წლებში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს. ასევე, კვლევაში წარმოდგენილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებული იყო საჩუქრის მიმღები თანამდებობის პირის და საჩუქრის გამცემი პირის კავშირებთან, საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების ბუნდოვან წარმომავლობასთან და სხვა, ეჭვებს აჩენდა მთელი რიგი შემთხვევების კანონიერებასთან დაკავშირებით.

IDFI აგრძელებს ხელისუფლების შტოების მიხედვით, თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებული ინფორმაციის მონიტორინგს. წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს, მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებულ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები არ წარმოადგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეებს, მათზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მოქმედება, მათ შორის საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები. შესაბამისად, მოსამართლეების შემთხვევაშიც საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს იდენტური შეზღუდვები, რაც სხვა საჯარო მოსამსახურეებზე. კერძოდ, მოსამართლეებს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის, კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი. საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიიღებს კანონით აკრძალულ საჩუქარს.

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებზე შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რომელიც ერთის მხრივ ავლენს ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქრების მიმღებ პირებს, ხოლო მეორეს მხრივ მიმოიხილავს მიღებული საჩუქრების კანონთან შესაბამისობის საეჭვო შემთხვევებს.

ძირითადი მიგნებები: 

- 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონ ლარს;

 - 2020-2022 წლებში 3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ მოსამართლეებს, ხოლო 2 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს; 

- მოსამართლეებმა საჩუქრების 91% (4.5 მლნ. ლარი) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (430 ათასი ლარი) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო 1% (33.4 ათასი ლარი) სხვა წყაროდან; 

- მოსამართლეებს 2,3 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 2,6 მილიონი ლარის საჩუქარი - უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 129.5 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით; 

- საკონსტიტუციო სასამართლო წევრებიდან, 2020-2022 წლებში საჩუქარი მიღებული აქვს მხოლოდ ევა გოცირიძეს - ოჯახის წევრისგან ფულადი თანხა 19.6 ათასი ევრო. 

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან მშობლებისგან ძვირად ღირებული საჩუქრები მიიღეს ალექსანდრე წულაძემ (მიწის ნაკვეთი, 200000 USD) და გიორგი მიქაუტაძემ (ფულადი თანხა, 100000 USD); 

- 2020-2022 წლებში 18 მოსამართლის მიერ მიღებული საჩუქრების ღირებულება აღემატება 100 ათას ლარს; 

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული (მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო) მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და შვილს) 2020-2022 წლებში მეუღლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით გამოუგზავნა 68,8 ათასი აშშ დოლარი და 2,3 ათასი ლარი; 

- მონიტორინგის ფარგლებში მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 7 შემთხვევა გამოვლინდა; 

- მოსამართლეების ცალკეული დეკლარაციები, არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ.

მოსამართლეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების მსგავსად ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს. ერთეული შემთხვევის გარდა, მოსამართლეებზე საჩუქრები გაცემულია იმ პირთა წრისგან, რომელთაგან საჩუქრის მიღება არ ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კითხვებს აჩენს საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების წარმომავლობა, რისი სრულფასოვანი შესწავლაც დამატებითი მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს. ამ მხრივ, განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველად შესაძლებელია შეფასდეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“ დასანქცირებული თუ ე.წ. სასამართლო კლანის სხვა წევრების მიერ ოჯახის წევრებისგან მიღებული სოლიდური ფულადი საჩუქრები. მაგალითად, სააპელაციოს სასამართლოს სანქცირებული მოსამართლის მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრების მიერ უცხოეთიდან მიღებული საჩუქრები (68,8 ათასი აშშ დოლარი). ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ დედისგან საჩუქრად მიღებული ფულადი თანხა 100 ათასი აშშ დოლარი და სხვა.

მოსამართლეების დეკლარაციების მაგალითზეც, საჯარო სამსახურში საჩუქრის პოლიტიკის მოწესრიგების და აღსრულების კუთხით, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიერ გარკვეული საჩუქრების მიღებას, თუმცა ამ ნორმის დარღვევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არ არის დადგენილი.

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების, მათ შორის მოსამართლეების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები