"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები თბილისის ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან

"ევროპის უნივერსიტეტსა" და თბილისის ზოოპარკს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ ზოოპარკში არსებულ ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს, მონაწილეობა მიიღონ მათ მოვლასა და კვებაში.

"ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი თბილისის ზოოპარკში პრაქტიკის პირველ დღეს დაესწრო და  ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელს ირმა ბოჭორიშვილს პირადად გადაუხადა მადლობა აღნიშნული შესაძლებლობისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ნინო ტალიაშვილმა და ირმა ბოჭორიშვილმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრეს სტაჟირების კომპონენტში შემავალ აქტივობებზე და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღნიშნული თანამშრომლობა პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შესაბამისი საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ სტუდენტები ზოოპარკის ვეტერინარულ სამსახურში პროფესიულ პრაქტიკასაც გაივლიან.

პრაქტიკის კომპონენტის დადგომამდე "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ვეტერინარიის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სრულად აღჭურვილ თანამედროვე ლაბორატორიებში იმუშავებენ სიმულაციურ ქეისებზე, მულაჟებზე და 3D ანატომაჟის გამოყენებით შეიძენენ ყველა საჭირო უნარ-ჩვევას ცოცხალი არსებების სამკურნალოდ.

"ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ხუთწლიანი სწავლების შემდეგ მაგისტრის ხარისხს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კურსის ფარგლებში პარტნიორ ვეტერინარულ კლინიკებში ასისტენტის პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება სტუდენტებს დაეხმარებათ გარანტირებულად დასაქმდნენ თავიანთი პროფესიით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები