დანიგანი - ვმუშაობთ საარჩევნო კომისიასთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, პარტიებთან, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი

რუსეთი წარსულშიც იყენებდა პროპაგანდას, დეზინფორმაციას სხვადასხვა ტაქტიკას, რომ ჩარეულიყო დემოკრატიულ პროცესში მსოფლიოს მასშტაბით და ვფიქრობ, იგივე მოლოდინი არსებობს წელსაც არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესში.

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და სწორედ ამიტომ, აშშ ყურადღებას აქცევს წელს თავისუფალი და სამართლიანი პროცესის მხარდაჭერას საქართველოში.  

ეს და ყველა არჩევნები არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო კომისიასთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, პარტიებთან, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. 

რაც შეეხება ჩემს კომენტარს რუსეთზე,  ვიცით, რომ რუსეთი არ არის დადებითი ძალა არცერთ დემოკრატიაში. პუტინის მიზანი არ არის, ხელი შეუწყოს სტაბილიზაციას. პირიქით, მას ევროპაში დესტაბილიზაცია სურს. ჩვენ ვხედავთ, რომ  ომია უკრაინაში, ვხედავთ საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ.  რუსეთი წარსულშიც იყენებდა პროპაგანდას, დეზინფორმაციას სხვადასხვა ტაქტიკას, რომ ჩარეულიყო დემოკრატიულ პროცესში მსოფლიოს მასშტაბით და ვფიქრობ, იგივე მოლოდინი არსებობს წელსაც არჩევნებში", - განაცხადა რობინ დანიგანმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები