დანიგანი - ევროპის კანდიდატის სტატუსი კარგი ამბავი იყო არა მარტო ევროპის წევრობისთვის, არამედ ნატოს წევრობისთვისაც

რუსეთის და პუტინის ქმედებები, დესტაბილიზაცია და ტერიტორიების ოკუპაცია ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ამერიკა და ნატოს ალიანსი მხარდამჭერია ოკუპაციასთან ბრძოლაში. 

"რუსეთის და პუტინის ქმედებები, დესტაბილიზაცია  და ტერიტორიების ოკუპაცია ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

რაც შეეხება ნატოს საკითხს - ამერიკა არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ნატოს მისწრაფებისთვის და ერთ-ერთი გზა, რითაც მხარს ვუჭერთ, ეს არის სამხედრო თანამშრომლობა, რაც არის უაღრესად ძლიერი. ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იბრძოდნენ, სწავლობდნენ, იწვრთნებოდნენ და მათ განავითარეს ძალიან ძლიერი კავშირი. 

საქართველოს სამხედრო ძალა არის თავსებადი ნატოს სამხედრო ძალასთან. ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოს აღჭურვილობით, რომ უკეთ შეძლონ აგრესიის შეკავება და ტერიტორიის დაცვა. 

ევროპის კანდიდატის სტატუსი კარგი ამბავი იყო არა მარტო ევროპის წევრობისთვის, არამედ ნატოს წევრობისთვისაც, იმიტომ რომ, ნატო ეს არის პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი, ასე რომ, ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას მოლაპარაკებებისთვის, ეს დაეხმარება ასევე ნატოს პროცესსაც", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები