ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეს მოეთხოვება, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი, ეს არ არის მისი კეთილი ნება

მოსამართლეს მოეთხოვება, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი, ეს არ არის მისი კეთილი ნება, მან გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა მიიღოს, - ამის შესახებ "სასამართლო გუშაგის" თავმჯდომარემ ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევრორეკომენდაციებში მოცემულია დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.

"როცა მოსამართლე ინიშნება პოზიციაზე, ის უნდა იყოს კეთილსინდისიერი. "ქართულმა ოცნებამ" 2013 წელს, როდესაც შეიტანეს ცვლილებები კანონმდებლობაში, დაიხვეწა ამ კუთხით სხვადასხვა რეგულაციები და ერთ-ერთ ნაწილში მითითებულია, რომ მოსამართლის კეთილსინდისიერება ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ისე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს, რომ არ იყოს ვინმეს გავლენის ქვეშ, არ ჰქონდეს წინასწარი განწყობები. 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსში მოცემულია, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები წინსვლისთვის, რომ სასამართლო სისტემაში იყოს ცვლილებები და დაინერგოს სიახლეები სხვადასხვა ფორმით. დოკუმენტში სიტყვასიტყვით წერია, რომ შემოწმდეს კეთილსინდისიერება წამყვან თანამდებობაზე მყოფი პირების, ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და საქართველოში ყველა სასამართლოს თავმჯდომარეებს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

"სასამართლოს გუშაგი" მოსამართლეების სიას აქვეყნებს, რომელთაც, არასამთავრობო ორგანიზაციის  ინფორმაციით, კეთილსინდისიერების შემოწმება შეეხებათ. საუბარია დაახლოებით 60 პირის კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რომელსაც სასამართლო სისტემაში წამყვანი პოზიციები უჭირავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები