ნაზი ჯანეზაშვილი - ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს, თუ გვინდა, წარმატებული იყოს ევროინტეგრაციის პროცესი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "ღია საზოგადოების ფონდის" ოფისში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან.

შეხვედრის მთავარი საკითხი  ევროკომისიის 9 რეკომენდაცია და მათი შესრულების პროცესია. შეხვედრას "ქართული ოცნება" არ ესწრება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე კვირაში შუალედურ ანგარიშს წარადგენენ, თუ როგორ ასრულებს ხელისუფლება 9 პუნქტს.

"ზოგადად, პოლიტიკური ნების ნაკლებობა სიახლე არ არის. სამწუხაროდ, ეს ასე იყო და ასე რჩება. ასევე, არის ერთგვარად განსხვავებული ხედვა ხელისუფლებასა და იმ 9 პუნქტს შორის, რომელიც მიეცა საქართველოს. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა იყო მოწვეული ამ შეხვედრაზე, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიაც, უბრალოდ მათ საერთოდ არ გაუციათ პასუხი ამ მოწვევაზე", - განაცხადა "ღია საზოგადოების ფონდი" ევროინტეგრაციის პროგრამის  მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ. 

"ევროკომისიის შეფასებაში წერია, რომ საქართველოში უნდა შემოწმდეს მოსამართლეების კეთილსინდისიერება, იმ ადამიანებს, რომლებსაც უკავიათ მაღალი თანამდებობები - ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და საბჭოს წევრებს. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ეს, იმიტომ, რომ თუ გვინდა, საქართველო წარმატებული იყოს ევროინტეგრაციის პროცესი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მაღალ პოზიციებზე მყოფი მოსამართლეების კეთილსინდისიერება შემოწმდეს", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები