საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტებმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის გუდნი იოჰანესონის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება და პროგრესი მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას სტუმრობს ისლანდიის პრეზიდენტი და ეს ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ხდება, როცა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და ევროპულ გზაზე შემდგომი ნაბიჯებისთვის ემზადება.

"საქართველოს ევროპული არჩევანი ისტორიული არჩევანია და მხარდაჭერილია სრულად მოსახლეობის მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის ყველა ეტაპზე. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დასრულდა საუბრები საქართველოს [გეოგრაფიულ] მდებარეობაზე, როგორც ევროპულობის განმსაზღვრელ ფაქტორზე. რაც ეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ეს გზა ევროპული გზის პარალელურია და მათი გაცალკევება შეუძლებელია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ომს უკრაინაში, რუსულ აგრესიას და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს.

როგორც ისლანდიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა პატარა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისათვის. მან ასევე ხაზი გაუსვა პატარა ქვეყნების ერთად დგომის მნიშვნელობას.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის შესაძლო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებაზე კლიმატის ცვლილებების, მწვანე და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

ისლანდიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი ისლანდიაში ვიზიტით მიიწვია.

უახლესი ამბები