მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ

ნატახტარის საავტომობილო გზაზე მძღოლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და სახმელეთო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის გადადგომაა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტვირთის გადასაზიდად საჭირო ნებართვას ვეღარ იღებენ და დოკუმენტი მხოლოდ შავ ბაზარზე სამმაგ ფასად იყიდება. 

"რეალურად, პრობლემა ის არის, რომ  შავ ბაზარზე ნებართვა იყიდება სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით და ერთი ნებართვა 300 დოლარი ღირს, მაგრამ ოფიციალურად არ არის. 

ჩვენი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. გადადგეს სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა, რომ ეს კორუფცია მორჩეს და ამდენი უმუშევარი ადამიანი დაუბრუნდეს სამსახურს", - აცხადებს აქციის  ერთ-ერთი მონაწილე. 

"20 000  ოჯახი მშიერია დარჩენილი და 2-3 ადამიანი მდიდრდება. ვინ არიან, გამოვიდნენ, გაგვცენ პასუხი რატომ არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. ამდენი მძღოლი მშიერი, რომ დარჩა პასუხისმგებელი ვინ არის? 

გვეუბნებიან, რომ შეწყვეტილია რეგისტრაცია, ანუ, არ გვაძლევენ  ნებართვებს, მაგრამ მერე მივდივარ დღესვე შავ ბაზარზე და ვიღებ ამ ნებართვას. 

17 იანვრის შემდეგ არის ეს ყველაფერი შეჩერებული, დასრულდა რეგისტრაციაო გვეუბნებიან", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

უახლესი ამბები