ისტორიაში პირველად უკრაინულმა ფილმმა ოსკარი მიიღო

ლოს-ანჯელესში ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინელი რეჟისორის მესტილავ ჩერნოვის ფილმმა "20 დღე მარიუპოლში" საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ეს ისტორიაში პირველი ოსკარია, რომელიც უკრაინული ფილმის ავტორებს გადაეცათ.

"ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი. გავცვლიდი ამ ქანდაკებას იმაში, რომ რუსეთი არასოდეს შესულიყო ჩვენ ქალაქებში, არ მოეკლა ათიათასობით ჩვენი მოქალაქე... ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს. ეს არის შეხსენება მსოფლიოსათვის, თუ რამდენად აუცილებელია ამ შემოჭრის შეჩერება. მე აქ ვდგავარ, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს, კარგავენ სახლებს, იბრძვიან თავიანთი მიწისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვება უფრო მეტ ადამიანს მოუყვება იმის შესახებ, რაც ხდება და ისინი შეგვამჩნევენ", - განაცხადა რეჟისორმა.

უახლესი ამბები