ნიკა გვარამია - დღევანდელი ოპოზიცია არის მარცხების კოლექციონერი, ჩვენ უნდა ვეძებოთ აქედან გამოსავალი

მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ოპოზიცია, რომელიც დამარცხებების ისტორიას აგროვებს. პოლიტიკური სპექტრი დახავსებულია, ჩამორჩენილი და არაკვალიფიციურია, - ამის შესახებ პარტია "ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციონერების უდიდესი ნაწილი დამარცხების ისტორიის კოლექციონერია.

"მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ოპოზიცია, რომელიც დამარცხებების ისტორიას აგროვებს და მარცხი გროვდება არა მარტო არჩევნებზე, არამედ ცალკეულ გადაწყვეტილებებშიც. ეს არის ხმაური, რომელიც ატყდება რაღაც საკითხზე და არასდროს ბოლომდე არ მიდის, ეს არის აქციები, რომელიც გაუგებრად მთავრდება, ეს არის მარცხების კოლექცია, დღევანდელი ოპოზიცია არის მარცხების კოლექციონერი. ჩვენ უნდა ვეძებოთ აქედან გამოსავალი. ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს არის ოპოზიციაში და არის მარცხების კოლექციონერი, რომელიც არ პასუხობს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს. 

ვერ მუშაობს პოლიტიკური სპექტრი, დახავსებულია, ჩამორჩენილი და არაკვალიფიციურია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები