ნიკა გვარამია - ეს კანონი მიმართულია დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ და ამას მთავრობაში არც არავინ მალავს

ეს კანონი მიმართულია დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ და ამას საქართველოს მთავრობაში არც არავინ მალავს. ამერიკულ კანონში არავის აკერებენ აგენტის იარლიყს , - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი განსხვავდება ამერიკული ვერსიისგან.

"ეს კანონი მიმართულია დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ და ამას საქართველოს მთავრობაში არც არავინ მალავს. გარდა ამისა, ამერიკულ კანონში არავის აკერებენ აგენტის იარლიყს. იქ არის ნახსენები სიტყვა აგენტი, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში სიტყვა აგენტი აღიქმება როგორც ჯაშუში და იწვევს მაგალითად კაგებეს აგენტის ანალოგიურ განცდას. ეს ძალიან ცუდი იარლიყია და ასეთ აგენტად საქართველოში არავინ დარეგისტრირდება, რაც გამოიწვევს ორგანიზაციების დახურვას. გამოდის, რომ ეს არის არა კანონი გამჭვირვალობის შესახებ, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, არამედ პირიქით, კანონი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რადგან ქვეყანაში აღარ დარჩება ორგანიზაცია, რომელიც სინათლეზე გამოიტანს, თუ რა ხდება საქართველოს მთავრობაში, როგორი კორუფციაა იქ, აღარ იქნება არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო მისიები, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები