ეკა გიგაური - რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესში არ არის, რომ კლანი დაიშალოს სასამართლო სისტემაში

მათ აქვთ ძალიან ბევრი დასამალი, მათ აქვთ პრობლემები წარსულში თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ინტერესში არ არის, რომ კლანი დაიშალოს სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ვეტინგის პროცესს ის მოსამართლეები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც კეთილსინდისიერები არ არიან.

"ის მოსამართლეები, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერები, სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ვეტინგის პროცესს და ამავდროულად, ისინი ეწინააღმდეგებიან, რომ საქართველომ მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირთან წევრობაზე. 

რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესში არ არის, რომ კლანი დაიშალოს სასამართლო სისტემაში. თუ მათ დასამალი არ აქვთ და არიან კეთილსინდისიერები, მაშინ რატომ ეშინიათ მათ ამ შემოწმების, როდესაც ამ შემოწმებას ჩაატარებენ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები. ანუ, მათ ამის შიში არ უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათ აქვთ ძალიან ბევრი დასამალი, მათ აქვთ პრობლემები წარსულში თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა  ეკა გიგაურმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და ასევე, დაიწყოს რეკომენდაციებზე მუშაობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები