ეკა გიგაური - ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვინდა ევროპა

"კი ევროპას, არა - რუსულ კანონს" ამ სახელწოდებით დღეს, 18:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები "ქართული ოცნების"  მიერ დარეგისტრირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად მარშს გამართავენ. ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი აცხადებს, დღევანდელი დაგეგმილი მარში არის სიმბოლური იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროინტეგრაცია.

"ეს არის სიმბოლური მარში, რომელიც არის ორგანიზებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო დაუახლოვდეს დასავლეთს და იყოს ევროკავშირის წევრი. 

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ ვართ დასავლური სამყაროს ნაწილი და ჩვენ არ დავრთავთ არავის იმის ნებას, რომ საქართველო დაუახლოოს ისევ რუსეთს" , - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები